ლირის გაუფასურებას ამერიკა-თურქეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას უკავშირებენ. ასე რომ ახლა ამერიკის ხმის ჟურნალისტი მოგვიყვება ამერიკა-თურქეთს შორის გაჩენილ კიდევ ერთ ბზარზე.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი ბოლო განკარგულებით, თურქეთის ორ ოფიციალურ პირს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს დაეკისრა სანქციები. მაია ქვარცხავა მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ვაშინგტონსა და ანკარაში.