ავარიის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქე დაშავდა, მძღოლი კი დაკავებულია - საქართველოს საკონსულო ტრაპიზონში

14 აგვისტო 2018, 00:00 1960 ნახვა

ტრაპიზონში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავდა საქართველოს სამი მოქალაქე, 18-მა კი მსუბუქი დაზიანება მიიღო - ინფორმაციას ტრაპიზონში საქართველოს საკონსულო ავრცელებს.

მათვე ინფორმაციით, ქართული სანომრე ნიშნის მქონე მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქეები გადაჰყავდა, რომლებიც სეზონურ სამუშაოსთვის მიდიოდნენ ტრაპიზონში. 

"დღეს, 14 აგვისტოს, დაახლოებით  03:00 საათზე, ტრაპიზონში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ქართულ სანომრე ნიშნის მქონე მიკროავტობუსს,რომელსაც 21 საქართველოს მოქალაქე გადაჰყავდა ამობრუნდა. წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, მძღოლი მეობილურ ტელეფონზე საუბრობდა,  ვერ დაიმორჩილა საჭე და მიკროავტობუსი გადაბრუნდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, დაშავდა საქართველოს სამი მოქალაქე. ისინი იმყოფებიან ტრაპიზონის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში. სამივე საქართველოს მოქალაქეს უტარდება კვალიფიცირებული სამედიცინო დახმარება და გენერალური საკონსულოს ჯგუფი იმყოფება ადგილზე. დანარჩენმა საქართველოს მოქალაქეებმა მიიღეს მსუბუქი დაზიანებები, გაეწიათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია და იმყოფება დროებითი დაკავების იზოლატორში" - წერია საკონსულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ფოტო: არქივი  

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი