კობახიძე: ''პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ მამალაძეს''

13 აგვისტო 2018, 00:00 1923 ნახვა

შეიწყალებს თუ არა გიორგი მარგველაშვილი ე.წ-ლი ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს? მოლოდინთან დაკავშირებით  პარლამენტის თავმჯდომარე  კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ეს გიორგი მარგველაშვილის გადასაწყვეტია. ამასთან  ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ როდესაც სტრასბურგის მოსამართლეები   ნახავენ კადრებს, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების დროს გავრცელდა  ისინი, ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.  

დაკავებული სასულიერო პირების ადვოკატებმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართეს. უფლებადამცველების მოლოდინი ოპტიმისტურია. კომისიაში აცხადებენ, რომ საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავენ.  

ამავე კატეგორიაში