14 აგვისტოდან ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა - დასავლეთის დაბლობზე +29, +34, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +30, +35 გრადუსამდე მოიმატებს.
საქართველოს შავიზღვისპირა კურორტები ანტიციკლონის გავლენის ქვეშ მოექცევა, რაც ღამით შედარებით გრილ, დღისით კი მზიან ამინდს განაპირობებს. ჰაერის ტემპერატურა ზღვისპირა ზოლში ღამით +18, +20 გრადუსი იქნება, დღისით კი +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსია, 14 აგვისტოს დღისით საშტორმო მდგომარეობა მოიხსნება.
მზის ულტრაიისფერი გამოსხივება (UV index) იქნება მაღალი ინდექსით 8.
/ანტიციკლონი — ეს არის მაღალი ატმოსფერული წნევის არე, რომელიც მოთავსებულია ციკლონებს შორის. ანტიციკლონში ღრუბლიანობა და ნალექი მცირეა. ხასიათდება მოწმენდილი ამინდით./