ბათუმში დიდგორობასთან დაკავშირებით აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ჯგუფი, ვარდების სკვერშია შეკრებილი, მათ შორის არიან „ქართული მარშის„ წევრები და მისი ლიდერი სანდრო ბრეგაძე. აცხადებს, რომ აქცია ბათუმის საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იმართება და მათი მოთხოვნაა დავით აღმაშენებლის ძეგლი ვარდების სკვერში განთავსდეს. აქციის მონაწილეები დიდგორობის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებასაც ითხოვენ.
ბრეგაძის ითხოვს, რომ აღმაშენებლის ძეგლი არა მერიის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე, არამედ ქალაქის ცენტრში უნდა დაიდგას, სადაც როგორც ამბობს უნდა განთავსდეს მემედ აბაშიძისა და ზვიად გამსახურდიას ძეგლებიც.
აქციაზე მივიდა ბათუმელი პოეტი ვახტანგ ღლონტი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ვარდების სკვერში დიდგორობაზე, დავითობაზე მივიდა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ორგანიზატორი. სიტყვით გამოსვლისას მეჩეთის მშენებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი არ არის მისი მშენებლობის წინააღმდეგი, მაგრამ ეწინააღმდეგება პოლიტიკური მეჩეთის მშენებლობას ,, ე.წ. კეთილი მეზობლის მხრიდან რეგიონში ერთგვარად ბაირაღის დარჭობა იქნება“_ განაცხადა ვახტანგ ღლონტმა.
აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობას აწყობენ და ქუთაისის ქუჩისკენ მიემართებიან, სადაც რამდენიმე კომერციული ობიექტია, რომლის მფლობელებიც თურქეთის მოქალაქეები არიან.