„ღმერთმა ინებოს, დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში“- აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
ილია მეორემ დიდგორის ბრძოლა გაიხსენა და ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. პატრიარქმა ბრძანა, რომ დიდგორის ბრძოლაში მონაწილეთა გმირობა წარუშლელია.