ბათუმის“დინამო“  იყიდება?

12 აგვისტო 2018, 00:00 1699 ნახვა

ბათუმის ’’დინამო” შესაძლოა გასხვისდეს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის  პრეზიდენტმა განაცხადა. ლევან კობიაშვილის ინფორმაციით, კერძო კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს  , რომელშიც ჩართულები არიან ფედერაციის, ქალაქის მერიისა და  ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენლები. 

ამ  ინფორმაციას  „მთავართან“ ბათუმის „დინამოს“ ხელმძღვანელიც  ადასტურებს,თუმცა ამ ეტაპზე ასლან ბალაძე  საკითხზე სატელევიზიო კომენტარის  გაკეთებისგან  თავს იკავებს.   ამ დრომდე უცნობია, კლუბით რომელი კომპანიაა დაინტერესებული.  ამჟამად ბათუმის “დინამო“  მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი