საკრებულოს სხდომა

09 აგვისტო 2018, 00:00 2412 ნახვა

საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა  ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების საკითხის განხილვას. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვიდრე საკრებულო გადაწყვეტილებას მიიღებდა აუცილებელი იყო მოსახლეობისა და ურბანისტების  აზრის გათვალისწინება. უკვე ცნობილია, რომ ქართველი მეფის ძეგლი ბათუმში აბუსერისძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში, წრიულთან დაიდგმება.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე წარმომადგენლობითი ორგანო საბოლოოდ გადაწყვეტდა სად განთავსდებოდა  დავით აღმაშენებლის ძეგლი, მანამდე მერიამ  აღნიშნულ წრიულთან მემორიალური დაფა წინასწარ განათავსა. საკრებულოს სხდომა აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემის ნიშნად  წუთიერი დუმილით დაიწყო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი