საქართველოს მხარდამჭერი კომუნიკე

07 აგვისტო 2018, 00:00 1684 ნახვა

ლატვიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე სპეციალური კომუნიკე მიიღეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოთხი ქვეყანა უპირობოდ და უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ხაზგასმულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიიდან 10 წლისთავზე რუსეთი კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

ერთობლივ განცხადებაში ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და შეასრულოს შეთანხმება. კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჟენევის დისკუსიების პროცესში და დაუშვას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამავე კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და უკრაინა მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი