9 -10 აგვისტოს მოსალოდნელია შტორმული ამინდი

07 აგვისტო 2018, 00:00 10108 ნახვა

ხვალ, 8 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ციკლონთან არსებული ძლიერად ნოტიო ჰაერის მასები  დაიწყებს გავრცელებას, შედეგად ამინდის ყველა მეტეო პარამეტრი გაუარესდება,   ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

9-10 აგვისტოს კი, ჰაერის მასების უფრო ინტენსიური გადმონაცვლების შედეგად, სანაპირო ზოლსა  (ბათუმი, ქობულეთი, ურეკი, სოხუმი) და დასავლეთის დაბლობში (ოზურგეთი, ჩოხატაური, ზუგდიდი, ქუთაისი) მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ელჭექი.

გაძლიერდება დასავლეთის ქარი 17-22 მეტრ წამამდე.

 გასულ კვირაში მოსული დიდი ნალექის გამო ნიადაგი ჯერ კიდევ სველია, ამიტომ მაღალია რისკი  ძლიერმა წვიმამ სტიქიური პროცესების პროვოცირება მოახდინოს.  

ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 2,5-3,5 ბალი, 9-10 აგვისტოს ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში