ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი ''დინამო ბათუმი'' გახდა

07 აგვისტო 2018, 00:00 2985 ნახვა

ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონატში 7 გუნდი ასპარეზობდა. სამივე საპრიზო ადგილი ბათუმის გუნდებმა გაინაწილეს. პირველი ადგილის მფლობელი ზედიზედ მეოთხედ „დინამო ბათუმის“ გუნდი გახდა, მეორე ადგილი ბსუ ბათუმმა დაიკავა, ხოლო მესამე საზღვაო აკადემიის გუნდმა.

ჩემპიონი და ვიცე ჩემპიონიო გუნდი 2019 წელს პორტუგალიის ქალქ ნაზარეაში ევროპის თასის გათამაშებაზე გაემგზავრებიან. რამდენიმე დღეში დასახელდება ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგების მქონდე ფეხბურთელები, რომლებიც საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ და 22 აგვისტოს გერმანიის ქალაქ ვარნემიუნდეში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან.

ამავე კატეგორიაში