საგამოძიებო კომისია მტკიცებულებების შეგროვებას მომავალ კვირას დაასრულებს

04 აგვისტო 2018, 00:00 1347 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია გამოკითხვებით მტკიცებულებების შეგროვების ნაწილს სავარაუდოდ სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასრულებს. პარლამენტს მოხსენებას კი სექტემბრის დასაწყისში წარუდგენს. დროიებითმა საგამოძიებო კომისიამ გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებები მოისმინა. კომისიაზე დაბარებისამებრ გამოცხადდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, თუმცა სხდომაზე მას მხოლოდ ორი კითხვა დაუსვეს.

ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ რატომ არ ამოიღო გამოძიებამ  ნივთმტკიცებების სახით  მირზა სუბელიანის შვილის ტანსაცმელი და ზურგჩანთა, ასევე ტექსტური  შეტყობინებები და რატომ არ მონაწილეობდა  მისი შვილი  ჩატარებულ საგამოძიებო ექპერიმენტში. მირზა სუბელიანი და მისი შვილი  ყოფილმა პროკურორმა მთავარ მოწმეებად დაასახელა და  განაცხადა, რომ  მათი თანამშრომლობის გარეშე საქმის დეტალების დადგენა რთული იქნებოდა.იუსტიციის მინისტრთან საგამოძიებო კომისიის წევრებს მხოლოდ  2 შეკითხვა ჰქონდათ. საპასუხოდ- თეა წულუკიანმა თქვა, რომ   მირზა სუბელიანს არ იცნობს და   ყოფილი მთავარი პროკურორის გადადგომას არ ეთანხმებოდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი