ნაწლავური ინფექციისა და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევებია გაზრდილი გასულ წელთან შედარებით აჭარაში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ დაავადებები სეზონურია და ზაფხულობით ფიქსირდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლოებას რეკომენდაციით მიმართავს: ყურადღებით მოეკიდონ სიმპტომებს და ნაწლავური ინფექციის შემთხვევაში მიმართონ ექიმს. მედიკოსები ჰიგიენის წესებისა და მალფუჭებადი პროდუქტის შენახვის წესების დაცვისკენ მოუწოდებენ მოქალაქეებს.