ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურმა გადაიბარა 2 დღის წინ ქალაქში ხმაურის კონტროლი, ამავე სამსახურს ევალება უკანონო გარე-ვაჭრობის აღმოფხვრა. უკვე დააჯარიმეს რამდენიმე მოქალაქე.
წერეთლის ქუჩაზე ტროტუარებზე გამოტანილი სავაჭრო დახლების აღებას, რამდენიმე წელია ცდილობს ქალაქის თვითმმართველობა. მოქალაქეები არ უარყოფენ რომ უნებართვოდ ვაჭრობენ, თუმცა ამბობენ რომ ჯარიმები მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.