თითქმის სამი საათია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების შეკითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პროკურორი პასუხობენ. კომისიის წევრების შეკითხვები ძირითადად მირზა სუბელიანსა და მის შვილს ეხება. მათ აინტერესებდათ მოპასუხე მხარის მოსაზრება, დასაწყებია თუ არა თავიდან გამოძიება მირზა სუბელიანის მიმართ.გიორგი გახარიას თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და მირზა სუბალიანიც დაკავებულია.
რაც შეეხება ყოფილი პროკურორის მიმართ დასმულ შეკითხვას, დაინტერესდნენ ირაკლი შოთაძის მიერ გაცემული დავალებები, ყველა საჭირო მოქმედება საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა თუ არა.შოთაძის განცხადებით, ყველა მოქმედება ჩატარდა და დადგინდა რომ რაიმე კავშირი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან მირზა სუბელიანის შვილს არ ჰქონია. ასევე კითხეს, მირზა სუბელიანმა მიიღო თუ არა სწორი გადაწვეტილება როცა თანამდებობა დატოვა. ყოფილი პროკურორის თქმით, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა რომ სუბელიანს თანამდებობა დაეტოვებინა.
მიმდინარე კვირას კომისია გამოკითხვის პროცესს დაასრულებს, ამის შემდეგ კი დასკვნა მომზადდება.