რატომ გადადგა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე? ეს კითხვა ისმოდა დღეს ყველაზე ხშირად საზოგადოებაში. თავად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები საუბრობენ სამი წლის განმავლობაში არსებულ ზეწოლაზე და იმაზე, რომ პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა მოსამართლემ წნეხს ვერ გაუძლო. ამას გამორიცხავენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები.