აჭარის მთავრობა 6 უწყების ხელმძღვანელზე გამარტივებულ საჯარო კონკურსს აცხადებს

31 ივლისი 2018, 00:00 3075 ნახვა

აჭარის მთავრობა გამარტივებულ საჯარო კონკურსს იმ სააგენტოებისა და სსიპ-ების ხელმძღვანელების შესარჩევად ატარებს, რომლებსაც უფლებამოსილება  მთავრობის ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ავტომატურად შეუწყდათ. კონკურსი ცხადდება შემდეგ პოზიციებზე: 

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

3. ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

4. ბათუმის ბულვარის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

5. ტექნიკური და სამშენებლო ლაბორატორიის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

6. აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

განკარგულების თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელების კანდიდატურების შესარჩევად  გამარტივებული საჯარო კონკურსი ცხადდება, რაც  კანდიდატების მხოლოდ გასაუბრებით შერჩევას გულისხმობს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი