პირველი აგვისტოდან მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობისას მოქალაქეები მხოლოდ პლასტიკური ბარათებით ისარგებლებენ. პლასტიკური ბარათების შეძენა შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატებში. ავტობუსებში აღარ იქნებიან კონდუქტორები, ისინი მერიაში ახლადშექმნილ სამსახურში-საკურიერო მომსახურებას უზრუნველყოფენ.
ავტობუსებში ბილეთებით მგზავრობას კი კონტროლიორები სხვადასხვა გაჩერებაზე შეამოწმებენ. რაც შეეხება ახალ მუნიციპალურ ავტობუსებს, შპს ავტოტრანსპორტში აცხადებენ, რომ ავტოპარკი აგვისტოში ეტაპობრივად განახლდება.