ნიკოლოზ ბასილაშვილის  დიდი  გამარჯვება 

29 ივლისი 2018, 00:00 2255 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელის ისტორიული გამარჯვება 26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო.  მან არგენტინელი ლეონარდო მაიერი მესამე სეტში ანგარიშით 7-5  დაამარცხა. ბოლოს ეს ტურნირი ქართველმა 1974 წელს მოიგო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი ჩოგბურთელი ასეთი რანგის ტურნირის გამარჯვებული ხდება.  

ნიკოლოზ ბასილაშვილმა 349 ათას 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგში 35-ე ჩოგანი გახდა. მან ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. ქართველ ჩოგბურთელს გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა: “ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანიის ღია პირველობის გამარჯვებულია. ვულოცავ ქართველ ჩოგბურთელს პირველ ჩემპიონობას და მომავალ გათამაშებებში წარმატებას ვუსურვებ“  - წერს გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ამავე კატეგორიაში