პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მომავალი კვირიდან, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავზე უკვე მსჯავრდებულ პირებს, ასევე შს მინისტრს, ყოფილ მთავარ პროკურორსა და იუსტიციის მინისტრს გამოკითხავს. ამ დრომდე საქმეზე 70-მდე პირია დაკითხული. გუშინ კი 7 საათს გაგრძელდა 3 არასრულწლოვნის გამოკითხვა კომისიის წევრების ინფორმაციით ისინი ღირებულ ინფორმაციას ფლობდნენ.
„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ხვალ მთავრობის ადმინისტრაციაში იმ საქმეების შეტანას აპირებენ, რომლებზეც მათი თქმით სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული პირების მიმართ ჩაგვრა და ძალადობა იკვეთება.