სამძებრო სამუშაოები მდინარე ჭოროხში დროებით შეწყდა

28 ივლისი 2018, 00:00 1750 ნახვა

უშედეგოდ დასრულებული სამძებრო სამუშაოების მეორე დღე. მდინარე ჭოროხში გუშინ გაუჩინარებული სამოც წლამდე ასაკის კაცი ისევ ვერ იპოვეს. 25 მაშველი მათ შორის 4 მყვინთავი სამძებრო ოპერაციებს სოფელ შარაბიძეების მიმდებარედ აწარმოებდნენ, მოგვიანებით მდინარის დინების მატების გამო, მაშველებმა პატრულირება ზღვაზე დაიწყეს, თუმცა უკვე დაბინდდა და სამუშაოები ხვალიდან განახლდება.

დაკარგული გუშინ საღამოს დაახლოებით 6 საათზე მდინარეში საბანაოდ შევიდა, რის შემდეგაც წყლის დინებამ ჩაითრია და თანმხლებმა პირებმა მისი გამოყვანა ვეღარ შეძლეს. მომხდარზე გამოძიება, 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი