სანაპირო კურორტებზე აგვისტო უმეტესად მზიანი და ცხელი იქნება

28 ივლისი 2018, 00:00 12441 ნახვა

შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე აგვისტო უმეტესად ცხელი და მზიანი იქნება. შედარებით გრილი და პერიოდულად წვიმიანი ამინდი თვის დასაწყისშია მოსალოდნელი, 1-იდან 5 აგვისტოს ჩათვლით არასტაბილური ამინდი იქნება.

რაც შეეხება თვის პროგნოზს, აგვისტოში საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპიროზე +22, +23° იქნება. ეს კი ახლოსაა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელთან. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლოა ტემპერატურამ დაიკლოს და ღამით +18,+20° გრადუსი იყოს. თვის ცალკეულ დღეებში, დღისით ტემპერატურის მომატება +32, +34-° მდეა სავარაუდო.

ნალექის რაოდენობა კი,   მრავალწლიურ რაოდენობაზე ნაკლები იქნება. აგვისტოში საშუალოდ 8-10 დღე მზიანი, 10-12 დღე ნაწილობრივ მზიანი, 3-5 დღე მოღრუბლული და 5-7 დღე დროგამოშვებით წვიმიანი იქნება.

ზოგადი კლიმატური მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში საშუალო ტემპერატურა მნიშვნელოვანად არ შეიცვლება. საქართველოს დაბლობსა და ბარში +21 +24 გრადუსია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა შესაძლოა +42° გრადუსი, მინიმალური კი +11, +13 გრადუსი დაფიქსირდეს.

ნალექიან დღეთა რიცხვი დასავლეთ საქართველოსა და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის მთიან რაიონებში მერყეობს 7 იდან 12 დღემდე. 

აგვისტოს საშუალო ტემპერატურის რუკა

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი