ახალი კამპანია - „STOP C“

28 ივლისი 2018, 00:00 1427 ნახვა

2020 წელს, საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი ელიმინაციისა და სრული აღმოფხვრის თვალსაზრისით. პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით ც ჰეპატიტი აღმოჩნდა დაავადება, რომლის მიმართაც ბევრი ქვეყანა დაუცველი აღმოჩნდა და საქართველოც მათ რიგში იყო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ამერიკელ პარტნიორებს და კომპანია „გილიადს“ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშიებით მადლობა გადაუხადა. ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად,  C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანია  – “სტოპ ც” დაიწყო.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი