3 თვეა ზოოკუთხე ბოტანიკური ბაღის დაქვემდებარებაში გადავიდა, თუმცა ცენტრალური პარკიდან ცხოველების გადაყვანა წელს არ იგეგმება. ამ ეტაპზე, მხოლოდ საორგანიზაციო საკითხები განიხილება.
ზოოპარკისთვის ახალი ტერიტორია უკვე შეირჩა. ბოტანიკური ბაღის დირექტორის თქმით, მიმდინარეობს პროცედურები, რომ ბაღის მიმდებარედ ჩაქვის მიმართულებით დაახლოებით 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას გადაეცეს.
რაც შეეხება ზოოპარკის პროექტის სხვა დეტალებს, ირაკლი არჩაიას განცხადებით, ეს კონცეფციაში გაიწერება, რომელიც წლის ბოლომდე უნდა მომზადდეს. პროექტის ღირებულებაზე ჯერ-ჯერობით არ საუბრობენ, ბოტანიკური ბაღის დირექტორის ინფორმაციით, ზოოპარკის მშენებლობაში ფონდი ''ქართუ'' მიიღებს მონაწილეობას.
ორი ტურისტული ობიექტის გაერთიანებით ვიზიტორთა რიცხვის ზრდას ელიან.