შეხვედრა ოჯახში ძალადობის თემაზე

15 აპრილი 2016, 00:00 4052 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ოჯახში ძალადობის პრევენციის და მასზე ეფექტიანი რეაგირების კომისიის წევრებსა და სამოქალაქო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ახალი პროექტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ წარუდგინეს. პროექტი მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებისთვის მაქსიმალური ინფორმაციის მიწოდებას, სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც არასამთავრობო სექტორთან, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი