ხაიშსა  და  ჭუბერში  სპეცრაზმია  მობილიზებული

26 ივლისი 2018, 00:00 1327 ნახვა

ხაიშში სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. შსს-ს ინფორმაციით,  წესრიგისდამცველთა სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სოფელში  საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეიყავნეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კი ხაიშში სპეცრაზმის მობილიზაცია მას შემდეგ მოხდა რაც ხაიშსა და ჭუბერში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების შესვლას, ადგილობრივების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი აცხადებენ, რომ უწყების  თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ახორციელებენ ღონისძიებებს ხე-ტყის უკანონო მომპოვებელთა, გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით ხის მასალის რეალიზატორთა და კანონდარღვევით მოქმედი ხის სახერხი საამქროების გამოვლენა-მხილების მიზნით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი