ნაციონალური მოძრაობა კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს

25 ივლისი 2018, 00:00 2030 ნახვა

,,აჭარის მთავრობამ შეგნებულად არ გამოავლინა დამოუკიდებელი საზედამხედველო კომპანია, რომელიც მონიტორინგს გაუწევდა საფეხბურთო მოედნის მშენებლობას  “ - აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ოპოზიცია ირწმუნება, რომ კომპანია ,,ანაგს“, დიმიტრი ქუმსიშვილი ლობირებდა, რომელსაც რეკომენდაცია  აჭარის ყოფილმა   ფინანსთა მინისტრმა დავით ბალაძემ გაუწია.

მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ კი  ქუმსიშვილის და კვირიკაშვილის  დავალებით შპს ,,სტადიონს“ მიზანმიმართულად უარი ათქმევინა საზედამხედველო კომპანიის შერჩევაზე.

ამ სავარაუდო კორუფციულ სქემაში ნოდარ დუმბაძის ვარაუდით, ჩართულია კომპანია ,,ანაგის“  ხელმძღვანელი  ზაზა გოგოტიშვილი, რომელიც მისივე მტკიცებით, ყოველგვარი დამოუკიდებელი სამშენებლო - საზედამხედველო  კონტროლის გარეშე აწარმოებს საბიუჯეტო თანხებით სამშენებლო სამუშაოებს. ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ძალოვან უწყებებს გამოძიება დაიწყოს.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობისთვის 157 მილიონი ლარია გამოყოფილი. ბრალდებაზე საპასუხო კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი