პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიაში

18 ივლისი 2016, 00:00 3924 ნახვა

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიუბლიანაში, კონგრესის მოედანზე გაიმართა. გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ლიუბლიანას და პირანის მერებს შეხვდება. დაგეგმილია ორმხრივი დოკუმენტების - შეთანხმებების ხელმოწერა,  რომელიც საქართველოსა და სლოვენიას შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთა ვიზების გამარტივებას ეხება. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საქართველოს პრეზიდენტი სლოვენიაში პირველია.

ამავე კატეგორიაში