გამოხმაურება თურქეთის კონსულის სკანდალურ განცხადებაზე

17 ივლისი 2016, 00:00 3056 ნახვა

ბოდიშის მოხდასა და ბრალდებების დასაბუთებას მოითხოვენ თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულისგან ბათუმში საჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის პედაგოგები და დირექტორი. მათი განმარტებით, სკოლის აღსაზრდელები განათლებას ლიცეუმში საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო პროგრამის საფუძველზე იღებენ. დირექტორის ინფორმაციით სკოლის პედაგოგთა ძირითადი ნაწილი ქართველია, მიწვევით ლიცეუმში მხოლოდ 10 პედაგოგი ასწავლის და ისიც ტექნიკურ საგნებს. ისინი იასინ თემიზქანისგან განმარტებებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთვევაში შესაძლოა სკოლის ადმინისტრაციამ საქმეში იურისტები ჩართოს. 

ამავე კატეგორიაში