დავით  ჭიჭინაძე ''ქართული ოცნებიდან'' გარიცხეს - შეფასებები

19 ივლისი 2018, 00:00 2050 ნახვა

''ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნომ პარტიიდან დავით ჭიჭინაძის გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო. სამდივნოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა არაერთი საჯარო განცხადება, რომლითაც მან შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკური გუნდის წევრებს და ზიანი მიაყენა პარტიის იმიჯსა და ინტერესებს.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური საქმიანობა პარტიის ძველ სახეებთან ერთად გააგრძელოს. მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც პარტიდან მის გაშვებას ხელს აწერენ, არასდროს ყოფილან "ქართული ოცნება". ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოება და ბიძინა ივანიშვილია. 
 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი