არმაზ ახვლედიანმა მთავრობის წევრობის კანდიდატები წარადგინა

17 ივლისი 2018, 00:00 3216 ნახვა

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაასახელა  აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის  კიდევ ერთმა კანდიდატმა. თუკი პრეზიდენტი  არმაზ ახვლედიანის  კანდიდატურას წარადგენს რეგიონის პირველი პირის პოსტზე, მაშინ მისი გუნდის წევრები ასე გადანაწილდებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს მზია დიდმანიძე, ეკონომიკის სფეროს მალხაზ ნაკაშიძე ჩაიბარებს.  განათლების მინისტრობის კანდიდატად ირინა ხაჟალია, ხოლო  სოფლის მერუნეობის  სამინისტროს ხელმზღვანელად ჯემალ ცეცხლაძე  დაასახელა.  არმაზ ახვლედნიანის განცხადებით, ყველა მათგანი პროფესიონალი, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარეა.

ირინა ხაჟალია წლებია  ერთ-ერთ საგანმანათლებლო ცენტრს ხელმძღვანელობს, მზია დიდმანიძე ექიმია, მალხაზ ნაკაშიძე  კონსტიტუციონალისტია და ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს. რაც შეეხება  ჯემალ ცეცხლაძეს, იგი  ბოლო წლებში საჯარო რეესტრში მუშაობდა, არის სამართალმცოდნე. არმაზ ახვლედიანი ოპოზიციამ აჭარის მთავრობის თავდმჯომარის პოსტზე სამი დღის წინ დაასახელა.

ამავე კატეგორიაში