ბათუმის ,,ახალ სცენაზე“ ქეთი დოლიძის რეჟისორობით ჯეინ მარტინის პიესა - ,,კილი და დუ“ დაიდგმება. პიესა ქეთი დოლიძემ თარგმნა და ნაწარმოებს უკვე მეორედ აცოცხლებს. რეჟისორი ამბობს, რომ მან დაამატა პერსონაჟი და შეცვალა მიდგომები.
ქეთი დოლიძე ამბობს, რომ მისთვის პატივია ბათუმის თეატრში მუშაობა, რეჟისორი მსახიობების მუშაობის მაღალ დონეზე საუბრობს. სპექტაკლის რეპეტიცია გუშინ გაიმართა, ერთმოქმედებიანი დრამის პრემიერა 18 და 19 ივლისს 20 საათზე გაიმართება.