აჭარაში, უახლოეს დღეებში ტემპერატურა 32 გრადუსამდე მოიმატებს

17 ივლისი 2018, 00:00 2703 ნახვა

უახლოეს დღეებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +28, +33, აღმოსავლეთში +32, +37 გრადუსამდე მოიმატებს.

აჭარის, როგორც სანაპირო, ასევე მთიან რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +30, +32 გრადუსი იქნება.

რაც შეეხება ბათუმს. ხვალ, ზღვისპირა ქალაქში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +19 დღისით კი +30 გრადუსი.


დღეს ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი