საგანგებო რეიდი

14 ივლისი 2018, 00:00 4493 ნახვა

ბათუმში, თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონიტორინგის ჯგუფმა დღეს, ქალაქში არსებულ ჩილიმ ბარებსა და სლოტ-კლუბებში საგანგებო რეიდი მოაწყო. შემოწმებას თამბაქოს კონტროლის კანონის საკომუნიკაციო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც დანარჩენი საქართველოს, ისე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მონიტორინგის ჯგუფმა დარღვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იხმო.

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება მიმდინარე წლის პირველ მაისს დაიწყო. თამბაქოს კონტროლის ალიანსის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სამასპინძლო ბიზნესისგან განსხვავებით, პრობლემურ ნაწილად რჩება სლოტ-კლუბები, ე.წ. აზარტული სათამაშო ბიზნესის დაწესებულებები და ჩილიმ - ბარები.

ამავე კატეგორიაში