პრეზიდენტი თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას გეგმავს

14 ივლისი 2018, 00:00 1484 ნახვა

თორნიკე რიჟვაძე თუ ვინმე სხვა? ვის დაასახელებს პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად? გადაწყვეტილების  მისაღებად  გიორგი მარგველაშვილს 4 დღე რჩება. უმაღლეს  საბჭოში  კონსულტაციების შემდეგ ქვეყნის პირველი პირი “ქართული ოცნების”რჩეულთან შეხვედრას გეგმავს, სავარაუდოდ დღეს ან ხვალ.  არ არის გამორიცხული რიჟვაძეს   ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი დაუპირისპიროს. ვაკანტურ  პოზიციაზე მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ 6 ივლისს დაასახელა.

ზურაბ პატარაძემ კი პოსტი, 2 დღით ადრე, 4 ივლისს დატოვა. აჭარის კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში,  პრეზიდენტმა ორი კვირის ვადაში,  ანუ  18 ივლისამდე უნდა დაასახელოს სასურველი კანდიდატი.  ახალი რედაქციით,  რეგიონის საკონმდებლო  ორგანოს მინისტრობის კანდიდატებიც უნდა წარედგინოს და მათ ერთიანად უნდა გამოუცხადონ დეპუტატებმა ნდობა. პროცედურულად, მთავრობის შემადგენლობის დასამტკიცებლად ორი კვირაა გათვალისწინებული. თუკი წარდგენილ კანდიდატს დეპუტატები მხარს არ დაუჭერენ, პრეზიდენტს იმავე ან ახალი კანდიდატის დასახელება ხელმეორედ მოუწევს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი