''შეხვდები ბატონ თორნიკეს და გავაგრძელებთ კონსულტაციებს - გიორგი მარგველაშვილი

13 ივლისი 2018, 00:00 2009 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა უმაღლესი საბჭო დატოვა. გიორგი მარგველაშვილმა​ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარიც გააკეთა. პრეზიდენტი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე  ''ქართული ოცნების'' მიერ წარმოდგენილ კანდიდატს აუცილებლად შეხვდება და გაესაუბრება. როდის? გიორგი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს.

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატს არ იცნობს. 

''ჩვენ ჩავატარეთ კონსულტაციები, ყველა იმ სუბიექტთან, რომელთანაც შეხვედრა იყო დაგეგმილი. წარმოდგენილია ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. მე შეხვდები ბატონ თორნიკეს და გავაგრძელებთ კონსულტაციებს. სხვა კანდიდატურა ჯერჯერობით წარმოდგენილი არ ყოფილა, შეიძლება შემდეგ მოსაზრება მოვისმინოთ ამის თაობა. გრძელდება კონსულტაციები რომელიც საქართველოს კონსუტაციით არის განსაზღვრული. აქ ვარ მე და აუცილებლად შევხდები, დღეს ან ხვალ. რიჟვაძეს არ ვიცნობ, შევხვდები და გავიცნობ'' - განაცხადა გიროგი მარგველაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, საკანონმდებლო ორგანოში გამართული კონსულტაციების დროს, მხოლოდ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელდა. 

''თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დასახელებულია, პარტიის მიერ რომელიც უმრავლესობაშია.​ უნდა გავესაუბრო იმ ადამიანს, რომელსაც მმართველი გუნდი მხარს უჭერს. ასეთივე ლოგიკით სხვასაც შევხვდები. უხერხულობას იმაში, რომ ოცნების კანდიდატს გავესაუბრო ვერ ვხედავ''. 

გიორგი მარგველაშვილი, პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციებს, დაახლობით სამი საათის განმავლობაში მართავდა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა. 

აჭარის საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობამ, ახალი კანდიდატურა ორ დღეში დაასახელა. ''ქართულმა ოცნებამ''  არჩევანი თორნიკე რიჟვაძეზე შეაჩერა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი