გაწმენდით სამუშაოებში მოხალისეები ჩაერთვნენ

12 ივლისი 2018, 00:00 1748 ნახვა

ჭუბერში გაწმენდით სამუშაოებში მოხალისეები ჩაერთნენ. დღეს აჭარიდანაც გაემგზავრნენ ახალგაზრდები. ისინი ჰუმანიტარული ტვირთის დარიგების პროცესში მონაწილეობენ.

მოხალისეების ნაწილმა, მდინარე ნენსკრას მარცხენა სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაასუფთავეს.  მათ უსაფრთხოების წესებისა და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისა და მესტიის მერისგან მიიღეს.

ამავე კატეგორიაში