საქართველოს პრეზიდენტის და ნატო-ს გენერალური მდივნის ერთობლივი ბრიფინგი

12 ივლისი 2018, 00:00 1841 ნახვა

მანამდე საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა მოემზადოს ნატოს წევრობისთვის.

ალიანსის გენერალური მდივანის თქმით, საქართველო გახდება ნატოს წევრი, საქართველო-ნატოს მეგობრობა კი უნიკალურია.ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ანექსიურ პოლიტკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველო ნატოსთან თავსებადია, აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მისიებში და ემზადება ალიანსის წევრობისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატოს სამიტში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ მიღებაშიც.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი