წყლის პრობლემა სოფელ წინსვლაში

11 ივლისი 2018, 00:00 1533 ნახვა

სოფელ წინსვლას მოსახლეობა სასმელი წყლის მიწოდებისა და ხარისხის პრობლემებზე საუბრობს. ადგილობრივების თქმით,  წყლის ავზის რეაბილიტაცია, რომლითაც 300-ზე მეტი ოჯახი მარაგდება სამი თვის წინ დაიწყო, თუმცა ხელვაჩაურის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, რამაც წინსვლაში მცხოვრებთა  თქმით, პრობლემა უფრო გაამწვავა.

ადგილზე ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც ხელვაჩაურის მერს გულგრილობაში და პროექტების ჩავარდნაში ადანაშაულებენ. თავად მერი - ჯუმბერ ვარდმანიძე კი აცხადებს, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან მორიგი დემაგოგიაა, რაც შეეხება წყლის ხარისხს, მისი თქმით, მიმდინარეობს ფილტრების მონტაჟი. ვარდმანიძე ამბობს, რომ  ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პირობების დარღვევის გამო შეუწყდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი