''სახელმწიფო უწყებების ავტოპარკი 1000 ავტომობილით შემცირდება'' - მამუკა ბახტაძე

11 ივლისი 2018, 00:00 2127 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, სახელმწიფო უწყებების ავტოპარკი 1000 ავტომობილით შემცირდება, ე.წ. მიკუთვნებული (პერსონალური) ავტომობილები კი სამორიგეო პარკში გადაინაცვლებს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს ავტომობილები ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა, მათ მაგივრად კი იგეგმება მანქანების შეძენა პატრულისთვის, გარემოს დაცვითი ოპერაციებისთვის და სპეციალური საჭიროებებისთვის.

''წინა ბრიფინგის დროს განვაცხადე, რომ ხარჯი, რომელიც სახელმწიფო ავტოპარკის შენახვასთან დაკავშირებით გვაქვს, მიუღებელია. ამ კუთხით, პრინციპული ნაბიჯები არის გადასადგამი. მთავრობის სტრუქტურის ცვლილებების ფარგლებში, წლის ბოლომდე უწყებების ავტოპარკი შემცირდება დაახლოებით 1000 ავტომობილით. აღნიშნული მანქანები რეალიზაციისთვის ფინანსთა სამინისტროს გადაეცემა და მათ მაგივრად სპეციალური მანქანების შეძენა მოხდება, როგორც პატრულისთვის, ასევე გარემოს დაცვითი ოპერაციებისთვის. რათა ჩვენმა ორგანოებმა უკეთესად ფუნქციონირება შეძლონ'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა ბრიფინგზე.

მამუკა ბახტაძის თქმით, მნიშვნელოვნად შეიზღუდება იმ პირთა წრეც, ვისაც პერსონალური ავტომობილებით სარგებლობის უფლება ჰქონდა.

''დაახლოებით ხუთასი ​ე.წ. ​მიკუთვნებული მანქანა სამორიგეო პარკში გადაინაცვლებს. ეს არის პირველი ნაბიჯი. ამას სხვა ინიციატივებიც მოჰყვება, რომელიც ერთიანი პარკის და მენეჯმენტის შექმნის იდეას გულისხმობს. ეს კი, მეტს საშუალება მოგვცემს  თანხები დავზოგოთ'' - ამბობს პრემიერი. 

ფოტო: Commersant.ge

 

ამავე კატეგორიაში