ბათუმში ავტომობილი გაქურდეს

11 ივლისი 2018, 00:00 3254 ნახვა

ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე ავტომობილი გაქურდეს. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 16 საათზე მოხდა. უცნობმა პირებმა ავტომობილიდან ჩანთები მოიპარეს, სადაც საკრედიტო ბარათები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია იდო.  

ერთ-ერთ დამსვენებელს ავტომობილი პარკირების ზონაში ყავდა გაჩერებული, თავად კი მეგობრებთან ერთად ბულვარში სეირნობდა. 

დაზარალებული ყვება, რომ უკან დაბრუნებულს მანქანის მინდა ჩამსხვრეული დახვდა, ავტომობილში კი ჩანთები აღარ იდო.  

ტერიტორია პოლიციის ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული, ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს 

ამავე კატეგორიაში