ზაფხულის ფესტივალი ქობულეთში გვიან ღამემდე გაგრძელდა. პლაჟზე მოწყობილ სცენაზე კონცერტი გაიმართა. მაყურებლების წინაზე დიჯეი ოკა თურმანიძე, დავით ვოლკოვი და ნიკო გორგოშაძე წარსდგნენ.
მოგვიანებით, ელექტრონული მუსიკის ფონზე ფოიერვერკი და ფრანები გაუშვეს. დღის განმავლობაში ღონსიძიების მთავარი ლოკაცია ცენტრალური პარკის მიმდებარე სანაპირო იყო, სადაც ყვავილების, კოქტეილების, და ფერების ფესტივალი მოეწყო. ფესტივალის ფარგელბში სპორტული შეჯიბრებაც გაიმართა.