,,ქუჩის მუსიკოსები - ორი თაობა’’ ამ სახელწოდებით, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში კონცერტი გაიმართა. მუსიკოსებმა მაყურებელს მუსიკალური და იუმორისტული ნომრები შესთავაზეს.
კონცერტის პარალელურად საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა- გაყიდვა მოეწყო. შემოსული თანხა სოციალურად დაუცველ ბავშვებს გადაეცემათ.