მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი

07 ივლისი 2018, 00:00 1539 ნახვა

შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი.  მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი.კანდიდატებმა პირველ რიგში გასაუბრება უნდა გაიარონ, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს, ამის შემდეგ კი შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.

შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ და მთავარ პროკურატურასთან, ზაზა სარალიძისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციების დროს ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა.

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ნინო გოგნიაშვილი აცხადებს, რომ უწყებაში აუცილებელია ცვლილებების განხორციელება.მისი თქმით საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები, ასევე დახვეწას საჭიროებს მიდგომები კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. შალვა შავგულიძის თქმით კი მხოლოდ ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია აიძულოს „ქართული ოცნება“, რეალურად დათმოს პროკურორის პოზიცია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი