ბათუმის სანაპიროზე წითელი ალმები აღმართეს - მოსალოდნელია შტორმი

06 ივლისი 2018, 00:00 2117 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ ​დღეს, 6 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია

ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სთხოვს მოქალაქეებს  ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაშია ზღვაზე ბანაობა ნებადართული. 

"გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები" -  წერია უწყების ფბ გვერდზე. 

ამავე კატეგორიაში