დეპუტატები სამთავრობო სტრუქტურაზე მეორე მოსმენით მსჯელობას დღეს გააგრძელებენ. მესამე მოსმენით დამტკიცება კი, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება. რაც შეეხება ცვლილებებს, საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.
პარლამენტმა პირველი მოსმენით მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი გუშინ დაამტკიცა. “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები 84 ხმით მიიღეს. წინააღმდეგი სამი დეპუტატი იყო.