პრეზიდენტი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს და გამართავს შეხვედრებს რეგიონის პოლიტიკურ წრეებთან. თუმცა მანამდე ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში მმართველი გუნდისგან განმარტებას ითხოვენ, თუ რატომ ტოვებენ ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის პირები პოსტებს.
რისი უფლება და ვალდებულება აქვს კონსტიტუციით გიორგი მარგველაშვილს? კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, რომ პრეზიდენტს შეუძლია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლეს საბჭოს კანდიდატურა ცენტრალური ხელისუფლების შეთანხმების გარეშეც წარუდგინოს.