ფარიკაობაში ზაურ თავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, ბათუმის სასპორტო სკოლაში დასრულდა

04 ივლისი 2018, 00:00 1449 ნახვა

ფარიკაობაში ზაურ თავაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი, ბათუმის სასპორტო სკოლაში დასრულდა. გათამაშებაში 5 ქვეყანა: საქართველო, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი და სომხეთი ასპარეზობდა. ასამდე მონაწილე გოგონები და ბიჭები სამივე სახეობაში დაშნაში, ხმალსა და რაპირაში გამოდიოდნენ.

გამარჯვებულები თასებით და მედლებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი ყოველ წელს სპორტსკოლისა და აჭარის ფარიკაობის ფედერაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში