სტრუქტურული რეორგანიზაცია მთავრობაში - საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მიიღებენ

04 ივლისი 2018, 00:00 1322 ნახვა

პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომაზე, პირველი მოსმენით მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი უნდა მიიღონ. დაჩქარებული ტემპების გამო საკითხზე ექვსმა სავალდებულო კომიტეტმა გუშინ უკვე იმსჯელა.

შესაძლოა, 116-ე კანონში ცვლილება სამივე მოსმენით ამ კვირაში შევიდეს. შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება.

სტრუქტურულ ცვლილებებს მხარს არ უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, რადგან ფიქრობენ, რომ თანხების დაზოგვა მაინც ვერ მოხდება. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ სამთავრობო ცვლილებების ძირითადი მიზანი მცირე მთავრობის ჩამოყალიბებაა. მთავრობის მეთაური ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის შედეგად 100 მილიონ ლარზე მეტის დაზოგვას გეგმავს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი