ხორავას ქუჩაზე მომხადრთან დაკავშირებით პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავდება _ განცახდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა გამომძიებლების გამოკითხვის შემდეგ გააკეთა. დღეს თითქმის 4 საათია დეპუტატების კითხვებს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი შალვა ბედოიძე და გამომძიებელი ირაკლი ფიფია პასუხობდნენ. გუშინდელი გასაუბრების შემდეგ, სხდომაზე დღეს არ გამოცხადებულა დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა. მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა. სერგი კაპანაძის განცხადებით, თუ ის კვლავ არ გამოცხადდება კანონის დარღვევისთვის შესაბამის უწყებას მიმართავენ.
პარლამენტის წევრების კითხვები საგამოძიებო მოქმდებიების წარმართვას ეხებოდა. რატომ არ მოხდა უმოკლეს ვადებში ინციდენტის მონაწილეების ტელეფონებისა და ვიდეოთვალის ჩანაწერის ამოღება. გამომძიებლების განცხადებით, საქმის მასალების მიხედვით მკვლელობის ფაქტი დაგეგმილი არ ყოფილა და იყო სპონტანური, გამოძიების ტაქტიკა კი სწორი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების დაკითხვას კომისია შაბათს განაახლებს. ასევე დაბარებულია სკოლის ადმინისტრაცია, ინციდენტის უშუალო მონაწელეებს კი შემდეგ კვირაში დაკითხავენ.